ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო - პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო-ამოიქოქა ქოც-რუსული პროპაგანდა ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წერს.
მისი თქმით, პუტინს რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა და არც ლავროვის მაირუზე გამოსახულ სსრკ-ს აღდგენას დათანხმდება ქართველები.
"ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო-პუტინს უქვამს და აბა ხომ არ ტყუისო-ამოიქოქა ქოც-რუსული პროპაგანდა.
მართალია, დიახ, ცივი ომი დასავლეთს და რუსეთს შორის ომი იყო. წააგო რუსეთმა. პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის.
ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყოო, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გვამცნობს ვინმე შალვა, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული.
დიახ, ლავროვის მაისურზე წარწერით გაცხადებულ პირობას-სსრკ-ს აღდგენას თუ დათანხმდებიან ქართველები, უკრაინელები და სხვები, იყო, ცხადია.
არ ვართ თანახმა...არც ჩვენ, არც ამერიკა და არც ევროპა, საბედნიეროდ. თანახმაა ივანიშვილი.
პუტინს რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა. მართალია, ქართველების დიდ ნაწილს 12 წელი დასჭირდა მისახვედრად, BACK TO THE USSR-რომ უკრეს თავი, მაგრამ ხომ მიხვდა, რაც მთავარია. სანამ იბრძვის უკრაინა, სანამ იბრძვის ქართველი ხალხი და სანამ დასავლეთის მყარი პოზიციაა, რომ 'ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდნეს,' გამარჯვების უნდა გვჯეროდეს.
ამასობაში გაირკვა, რომ სსრკ არც სომხეთს უნდა, არც აზერბაიჯანს და არც ცენტრალურ აზიას. ლუკაშენკოც კი არაა ყაბულს.
ასე რომ ლავროვის მაისური ხნოვანი და ბოროტი კაცის ნოსტალგიური მოგონებად დარჩება ისტორიას, სახელმწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს და არც აღარასოდეს იარსებებს.
ჩვენი საკუთარი ხნოვანი თუ ახალგაზრდა ბოროტებიც ამ აუსრულებელ ოცნებას შეეწირებიან, ოცნებას სსრკ-ს აღდგენაზე, 'ქართული ოცნების' დარქმევა რომ გაუბედეს!! - წერს სამადაშვილი.