დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ამ დღეს, 17 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესიულობა და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს. დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ არც დავივიწყებთ და არც არასდროს ვაღიარებთ მისი ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.