აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს რუსეთს აფხაზეთში მაცხოვრებელ თანამემამულეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარებას.
"აფხაზეთში გახსნილი რუსეთის საელჩო ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას როგორებიცაა მოქალაქეობა, პასპორტიზაცია და სხვა პრობლემები რომლებიც მოქლაქეებს წარმოექმნებათ. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ რუს თანამემამულეებს სხვა და სხვა პროგრამების რეალიზაციაში",_ აცხადებს სემიონ გრიგორიევი.
ამას გარდა, მისივე თქმით, საელჩო ასევე ხელს შეუწყობს პროექტის რეალიზებას, რომელიც აფხაზეთში რუსული სამხედრო სამარხების აღდგენასა და წიგნის გამოცემას, სახელწოდებით "რუსები აფხაზეთის ისტორიაში" ეხება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩომ სეპარატისტულ აფხაზეთში საქმიანობა მაისში დაიწყო.