თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ, მგონია, რომ ამით დამტკიცდება ჩემი ის ვარაუდი, რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას,- ამ სიტყვებით მიმართა დღეს სხდომაზე მოსაამრთლე ნინო გალუსტასვილს სინდისის პატიმარა ანდრო ჭიჭინაძემ.
სიმართლემ უნდა იყვიროს! - განაცხადა პროცესზე დაკავებულმა მსახიობმა და სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ რანაირი მტკიცებულება და საფუძველი არ არსებობს, რომ რომელიმე ბრალდებული სასამართლოდან ისევ ციხეში წავიდეს.
მე ვერც ვერაფერს მოგიწოდებთ და ვერც რჩევას მოგცემთ, ჩემგან არასწორი მგონია გითხრათ, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ. მე მგონია რომ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და სიმართლემ უნდა იყვიროს,იზეიმოს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის პერიოდი, ის 8 თვე სულ არის რაღაცის ლოდინი რომ რაღაცა უნდა წარმოადგინონ ამ ადამიანებმა, ველოდებით ველოდებით და არაფერი გამოჩნდა. წინა სასამართლოზე მთავარი მოწმე მთავარი გამომძიებელი გამოცხადდა და თქვა რომ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს იმაში, რაზეც პროკურატურა გვედავება. ჩემი აზრია ასეთი ,რომ თუ თქვენ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ აქედან წავიდეთ ციხეში, განმტკიცდება ჩემი ვარაუდი, რომ მთავრობის წევრები ახდენენ ზეგავლენას სასამართლოზე, რაზეც მანამდეც არაერთხელ ვილაპარაკე. მგონია, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისითვის, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ. კიდევ გეტყვით, ვერაფერს მოგიწოდებთ და ვერაფერს გეტყვით, აქ უნდა ილაპარაკოს სიმართლემ", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.