ვუერთდები ანდროს: „ვაი თქვენს პატრონს“ - უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი!,- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ლუკა ჯაბუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„ვუერთდები ანდროს, „ვაი თქვენს პატრონს”, მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი”,- განაცხადა ლუკა ჯაბუამ რადიო თავისუფლების თანახმად.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.