25 ივლისის ღამეს, რუსეთის ძალები უკრაინის ტერიტორიას თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან ორი „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით„შაჰედის“ ტიპის 61 საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის დრონით. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
შვიდი დრონი ჩამოვარდა ოთხ ლოკაციაზე, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები კი ორ ადგილას ჩაცვივდა.
დრონებით თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის, კურსკის, შატალოვოს, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის ქალაქებიდან განხორციელდა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით 54 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს.