თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა.
პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.
ფოტო: პუბლიკა