გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავენ, რომლის დროსაც ისინი უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე გაამახვილებენ ყურადღებას.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
პრესსპიკერმა ეს განცხადება ოთხშაბათს, გერმანიაში ორი ლიდერის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ ისინი ინტენსიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შტეფან კორნელიუსმა.
მისი თქმით, ორი სახელმწიფოს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინა ამჟამად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტში იმყოფება.
მისივე თქმით, მაკრონმა მერცმა ასევე ვრცლად განიხილეს უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაცია და კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარება.