უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც 23 ივლისს სტამბოლშია დაგეგმილი.
დელეგაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის, უმაღლესი რადას და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები.
დოკუმენტის თანახმად, დელეგაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს შეცვალოს მისი შემადგენლობა და ჩართოს ექსპერტები და სამთავრობო უწყებების თანამშრომლები პრეზიდენტთან შეთანხმებით.
დელეგაციის შემადგენლობა:
• რუსტემ უმეროვი – უკრაინის ეროვნული უსაფრთოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
• ოლექსანდრ ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი;
• ოლექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე;
• სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
• იური კოვბასა – უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში;
• გეორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პროტოკოლის ოფიცერი;
• ოლეგ ლუგოვსკი – უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურისხელმზღვანელის პირველი მოადგილე;
• ევგენი ოსტრიანსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე;
ოლექსანდრ პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისმოადგილე;
• ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე;
• ანდრიი ფომინი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი;
• ოლექსი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე;
• ლექსანდრ შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი;
• ევგენი შინკარევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე.