ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინაში ისრაელის ელჩ, მიხაელ ბროდსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
საარი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ კოლეგას ანდრიი სიბიჰას. კონკრეტულად რაზე ისაუბრებენ ისინი, უცნობია.
საარი მეორე უმაღალესი რანგის ისრაელელი პოლიტიკოსია, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია. 2023 წლის 16 თერბერვალს კიევში იმყოფებოდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი.
ისრაელის მთავრობამ სიტყვიერად დაგმო რუსეთის აგრესია, თუმცა დასავლეთის სანქციებთან შეერთებისგან თავი შეიკავა.
ისრაელმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და რამშტაინის ჯგუფის ზოგიერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.