საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობა გახსნა.
პროფესიულ სასწავლებლეში სხვადასხვა სპეციალობები ისწავლება.
"ახალგაზრდები აქ მოდიან იმიტომ, რომ მართლა გამოადგეს თავის ქვეყანას და თავის ოჯახებს. თქვენ გაქვთ თქვენი სასტუმრო, მარანი და რაც მთავარია გაქვთ თვალებში დიდი ენთუზიაზმი. თითოეულმა თქვენგანმა უნდა იფიქროთ, რომ გქონდეთ თქვენი საქმე. ჩვენი ქვეყანა მაშინ იქნება ძლიერი, თუ ხალხს ექნება განცდა, რომ შექმენით საკუთარი საქმე", - მიმართა სააკაშვილმა კაჭრეთელებს.
მისივე თქმით, მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლების გახსნა მთავრობის ამოცანაა.