ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული კერის ოლქის შერიფის, ლარი ლიტის ოფისმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ რეგიონში 84 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი. კიდევ 17 ადამიანი დაიღუპა მეზობელ ოლქებში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზაფხულო ბანაკ „Camp Mystic“-დან 11 დაკარგული ადამიანის - ათი გოგონას და ერთი ხელმზრვანელის პოვნა ჯერ კიდევ მოხერხდა.
კატასტროფის დროს გვადალუპეს მდინარის ნაპირზე მდებარე ამ ბანაკში სულ 750 ბავშვი იმყოფებოდა.
მათი უმეტესობა ევაკუირებულია. ამ დროისთვის დადასტურებულია 27 ადამიანის დაღუპვა: როგორც ბავშვების, ასევე ხელმძღვანელების.
ტეხასში წყალდიდობა ძლიერმა ნალექებმა გამოიწვია, ნალექის რაოდენობამ კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრი შეადგინა, რაც კერის ოლქში წლიური საშუალო ნალექის ერთ მესამედს შეადგენს.
როგორც AFP სააგენტო იტყობინება, 4 ივლისის ღამეს, მდინარე გვადალუპეში წყლის დონემ 45 წუთში 8 მეტრით მოიმატა.
იმ დროს, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულისა და მომდევნო შაბათ-კვირის გამო, ბევრი ადამიანი მდინარის პირას ისვენებდა.
დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება, რომელშიც ასობით მაშველი და 17 ვერტმფრენი მონაწილეობს.