ბაქოში რუსი ჟურნალისტების დაკავება აბსოლუტურად არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს და რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს”, - განაცხადა პესკოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და Ruptly-ს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას.
„სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში, პოლიციის რეიდის დროს დააკავეს „სპუტნიკის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.