კანადამ „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი გამოუყო.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.
შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინამ კანადისგან ERA-ს ინიციატივის ფარგლებში დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი (2.3 მილიარდი კანადური დოლარი) მიიღო, რაც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებია.
მან აღნიშნა, რომ ამ ტრანშთან ერთად, უკრაინამ წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის აქტივებიდან უკვე მიიღო დაახლოებით 17.6 მილიარდი დოლარი.
„მადლობელი ვარ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული სახსრების სრულ კონფისკაციას. ის საჭიროა აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა დენის შმიჰალმა.