ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი X-ზე წერს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი აღნიშნავს, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს.
„ყველა სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, – წერს კალასი.