დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას და მზია ამაღლობელის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას, მხარს ვუჭერთ მიზნობრივ სანქციებს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს.
„დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებს და მზია ამაღლობელის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას. დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, - აცახდებს რასმუსენი.