დღეს, 26 ივნისს, უკრაინამ რუსეთთან ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი ეტაპი განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ გაცვლას, კიდევ ერთი ეტაპი. დღეს შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები ბრუნდებიან“, - დაწერა მან.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია თითოეული გვარის შესახებ. ჩვენ ყველა ჩვენი ადამიანი სახლში უნდა დავაბრუნოთ. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულთა დიდი ნაწილი ტყვედ მარიუპოლის დაცვის დროს ჩავარდა.