უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადი რჩება. ალიანსი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ამ გზაზე.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჰააგაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნები ვალდებული არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. კერძოდ, მათ უკვე დაპირდნენ წელს 35 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაწევას.
ასევე, გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას მომავალში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით მშვიდობისკენ სწრაფვაში და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე. ლიდერები დღეს შეთანხმდნენ ტრაექტორიაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“, - თქვა რუტემ.