აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 23 ივნისს თბილისში, ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.
მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე 2 მონაწილე დაშავდა. მარიამ მეყანწიშვილს ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ლიზი უბილავას მუხლი აქვს დაზიანებული.