ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა დაახლოებით 70 ადამიანი.
კიდევ 9 ადამიანი დაშავდა დნიპროპეტროვსკის რეგიონში, ქალაქ სამარაზე მტრის თავდასხმის შედეგად.
ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი სერჰიი ლისაკი იუწყება.
„მტერმა დნიპროს შეუტია. აფეთქებების სერია მოხდა. ჩვენ ვაზუსტებთ ინფორმაციას შედეგების შესახებ», - განაცხადა ლისაკმა. მისივე ცნობით, დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
„სამწუხაროდ, ამ თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. თუმცა, მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო. დაზარალებულ ტერიტორიაზე მყოფთა უმეტესობა დარტყმის მომენტში თავშესაფარში იმყოფებოდა. ამან ათობით სიცოცხლე გადაარჩინა“, - წერს ლისაკი.
ამასთან, დნიპროს მერის ბორის ფილატოვის ცნობით, ქალაქში დაზიანდა 19 სკოლის, 10 საბავშვო ბაღის, ერთი პროფესიული სასწავლებლისა და ერთი მუსიკალური სკოლის შენობები.