უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ლონდონში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან და დიდი ბრიტანეთის მეფესთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.
„ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება მეფე ჩარლზ III-ს, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს ლინდსი ჰოილს და ლორდ ჯონ მაკფოლს“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტიშეხვდება დიდ ბრიტანეთში მყოფ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც წვრთნებს გადიანდა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.