უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ევროპაში ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს.
„ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომ ინტელექტუალურ დეგრადაციას და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სანქციები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ადასტურებს საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის სტრატეგიის სისწორეს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებს აცნობებს დაზვერვის მიერ მოპოვებული ფაქტების შესახებ და უკვე ამზადებს ერთობლივ გადაწყვეტილებებს დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად.