იდენტურია აიათოლას და ივანიშვილის მისწრაფებები, დამოკიდებულებები, შეხედულებები და ამიტომაც არის, რომ ირაკლი კობახიძე "ამაყად" იყო წარმოდგენილი დარბაზში, სადაც ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ - “სიკვდილი ამერიკას!სიკვდილი ისრაელს! “ ზუსტად ეს ხალხია ივანიშვილის და მისი რეჟიმის პარტნიორიც, მეგობარიც და თანამოაზრეც. აშშ-მა ირანს გამოუტანა განაჩენი და ეს ბედი ელის ყველას, ვინც ემუქრება მსოფლიო მშვიდობას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ირანელ ბიძინა ივანიშვილს, ანუ აიათოლა ხამენეის, რომელიც პასუხისმგებელია, რაც დღეს ირანის თავს ხდება, განაჩენი გამოუტანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 30 წელზე მეტია, აიათოლა ხვრეტს, აწამებს, არბევს მის ხალხს. საკუთარი გარემოცვის გამდიდრების ხარჯზე, ათწლეულებით უკან დახია ირანელი ხალხი და ირანის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც უხვად აქვს. იდენტურია მისი და ბიძინა ივანიშვილის მისწრაფებები, დამოკიდებულებები, შეხედულებები და ამიტომაც არის, რომ ირაკლი კობახიძე "ამაყად" იყო წარმოდგენილი დარბაზში, სადაც ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ - “სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს! “ ზუსტად ეს ხალხია ივანიშვილის და მისი რეჟიმის პარტნიორიც, მეგობარიც და თანამოაზრეც... მოვიდა დრო, გათავისუფლდეს ირანელი ხალხი მკვლელი, მწამებელი რეჟიმისგან და პარალელურად, განადგურდეს "ბირთვული საფრთხე", რომლითაც მსოფლიო მშვიდობას ემუქრებოდა ივანიშვილის მეგობარი აიათოლა და მისი რეჟიმი.
წუხს ტერორისტი რუსეთის რეჟიმი, პუტინი, რადგან კარგავენ მთავარ პარტნიორს - აიათოლას სახით. ასევე დარდობს ჩინეთი, რომელიც სარგებლობდა ირანელი ხალხის გაჭირვების ხარჯზე, კრიმინალი აიათოლასგან გროშებად მიეღო ნავთობი და სხვა სიკეთეები, რომელიც აიათოლას ტერორისტობის გამო სანქცირებული იყო... რუსეთისთვის ორმაგი დარტყმაა როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო მიმართულებით, პლუს ჩინურ ეკონომიკასაც ექნება საფიქრალი საკუთარ ინტერესებზე და ნაკლები ყურადღება, რესურსი დარჩება აქედანაც პუტინის რეჟიმს.
მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ უნდა მოიკვეთოს, ამოიჭრას სიმსივნე, რომელიც ემუქრება მშვიდობას, სტაბილურობას და შესაბამისად, ყველა ასეთი რეჟიმი ერთმანეთის მიყოლებით მარცხდება! მაქვს რწმენა და იმედი, რომ სწრაფად მოიშორებენ ირანელ ბიძინას ირანში და მათთვის გაიხსნება უკიდურესად დიდი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ირანს მოწინავე ეკონომიკა გახდეს, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში, მისი რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე...
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამერიკა და ისრაელი გაუმარჯოს აიათოლას მსგავსი ტერორისტი მკვლელებისგან თავისუფალ ირანს და ირანელ ხალხს”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.