ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები სამიზნეების ჩასაჭრელად მუშაობენ.
„გარკვეული დროის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების გაშვება. თავდაცვის სისტემები საფრთხის ჩასაქრობად მუშაობენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ეს ირანის პირველი თავდასხმაა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის სამ უდიდეს ბირთვულ ობიექტზე - ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე იერიში მიიტანა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამივე მათგანი დაბომბვისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად მთლიანად განადგურდა, რასაც ირანი უარყოფს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბედინიმ, განაცხადა, რომ ირანმა წინასწარ განახორცილა სამივე ბირთვული ობიექტის ევაკუაცია, რომლებზეც შეერთებულმა შტატებმა თავდასხმა განახორციელა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტს დაარტყა. აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდენ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები (B-2), რომლებიც ცოტა ხნით ადრე, გადაიყვანეს კუნძულ გუამზე, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ აშშ ირანზე თავდასხმას გეგმავდა.