ლუკაშენკას რეჟიმის მიერ 14 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების დღეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი პოლიტპატიმარი კვლავ ტყვეობაში რჩება.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის როლი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში გადამწყვეტი იყო.
დღეს, ლუკაშენკას რეჟიმის მიერ დაპატიმრებული 14 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის სერგეი ტიხანოსვკი, წარმატებით გაათავისუფლეს. ისინი ამჟამად ლიეტუვაში უსაფრთხოდ იმყოფებიან და სათანადო მკურნალობას იღებენ.
გათავისუფლებაში აშშ-ს როლი გადამწყვეტი იყო. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება, ბელარუსის ციხეებში 1000-ზე მეტი მძევალი რჩება. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
თუმცა ეს დასასრული არ არის. ბელარუსის ციხეებში ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი მძევალია. ისინი ყველა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“, - წერს Х-ზე ბუდრისი.
შეგახსენებთ, ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი დღეს ციხიდან გაათავისუფლეს.