ალექსანდრ ლუკაშენკა მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
ლუკაშენკა კელოგს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: „რა ხალხი, სალამი, ძვირფასო“.
ბელარუსის სახელმწიფო მედია წერს, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგშია „საერთაშორისო საკითხები და მსოფლიოში არსებული საერთო ვითარება, რეგიონული საკითხები და ბელარუს-ამერიკის ურთიერთობები“.
„ძალიან მიხარია, ბატონო გენერალო, თქვენთან შეხვედრა. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი ძალიან გულწრფელი და ღია იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა შევხვდეთ? თუ ერთმანეთის წინაშე ეშმაკებოას ვეცდებით, შედეგს ვერ მივაღწევთ... თქვენი ჩამოსვლით მსოფლიოში დიდი ხმაური ატეხეთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ კელოგისადმი მიმართვისას.
კელოგი ბოლო წლებში ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც ავტორიტარულ სახელმწიფოში ჩავიდა.
2020 წელს, ტრამპის პირველი ვადის დროს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსს ეწვია, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტი იყო ქვეყანაში.