რუმინეთის პრეზიდენტს საგანგაშო სიმართლე გადავეცი: საქართველოში არჩევნების მანიპულირება მოხდა და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტ, ნიკუშორ დანთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა [მქონდა] რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან. საგანგაშო სიმართლე გადავეცი: არჩევნების მანიპულირება მოხდა, თავისუფლებების ჩახშობა ხდება და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. საქართველოს ევროპული გზა დაცული უნდა იქნას ევროკავშირის მიერ. სასწორზეა შავი ზღვის სტრატეგია“, - წერს ზურაბიშვილი.