აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
ტრამპმა უარი თქვა ირანში სამხედრო ქმედებებში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. „ამის თქმა არ შემიძლია“, - თქვა მან.
„შეიძლება გავაკეთო ეს, შეიძლება არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მოლაპარაკება სურს“, - თქვა ტრამპმა.
შემდეგ მან გაიმეორა თავისი განცხადება, რომელიც ბოლო დღეებში რამდენჯერმე გააკეთა, რომ ირანი უფრო მზად უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი დაარტყამდა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანელმა მომლაპარაკებლებმა შესთავაზეს თეთრ სახლში შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა, მისი თქმით, ეს „მათთვის რთული“ იქნება.
მან ასევე განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, იმის გათვალისწინებით, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის განადგურებულია.
„ორი ძალიან მარტივი სიტყვა: უპირობო კაპიტულაცია“, - ასევე მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანელებს ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით „მავნე განზრახვები“ აქვთ.
თუმცა, ტრამპმა დასძინა, რომ უყვარს ირანელები და კარიერის განმავლობაში ბევრ მათგანს შეხვდა.