კრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა.
ზელენსკის ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს ტყვეების გაცვლის მეოთხე ეტაპია.
„ბევრი მათგანი, რომელიც დღეს უკრაინაში დაბრუნდა, ტყვეობაში 2022 წლიდან იყო. ისინი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მებრძოლები არიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად მუშაობას გრძელდება.