ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებას.
ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიის) უგულვებელყოფით , რომელიც ღამით მალულად და მისი დამცვლელების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს …ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას ეს საკითხი კი ღიაა!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.