პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასთან მჭიდრო პარტნიორობა გაგრძელდება და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „რთული ისტორიული საკითხების“ მოგვარების მნიშვნელობას.
“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, მადლობა თქვენი მესიჯისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ორმხრივ პატივისცემასა და გაგებაზეა დაფუძნებული. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ დაგვიანებული ისტორიული პრობლემების მოგვარებას. პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ, და იმედი მაქვს ერთად მუშაობას გავაგრძელებთ საერთო სიკეთისთვის, მოუგვარებელი წარსულის მოგვარებისთვის და უსაფრთხო მომავლის ერთად აშენებისთვის”, - წერს ნავროცკი Х-ზე.