"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.
ინფორმაციას მედიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილიც უდასტურებს.
იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.