გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჰამბურგის პოლიციამ პარასკევს, 23 მაისს განაცხადა.
თავდასხმის ადგილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ არის გადაკეტილი.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის გერმანიის მოქალაქე, მისი ვინაობა და მოტივები არ გახმაურებულა.
პოლიცია აცხადებს, 39 წლის სავარაუდო დამნაშავე მარტო მოქმედებდა. და მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც სწავლობს.
ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურსა და ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იარაღის, მათ შორის დანების, ტარება აკრძალულია.