საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება.
ელჩი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დრაკონული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებები ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას. საქართველოში რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში", - წერს მარდისალუ-კაჰარი.