წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, დადუმდით ახლა, თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა აქეთ მომისმინეთ, ენის ტლიკინს შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია, თორემ აქ *** არავინ არაა და კარგად ვხედავთ ყველაფერს. მე – გასაგებია, და წინა ხელისუფლების ამბებზე ჯაფარას და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე, ამის მერე ერთი დაიჭირეს და მეორეს მალე დაიჭერენ, საერთოდ რომ არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს. ამის პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით. დადუმდით ახლა და გაასხით აქედან, თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული“, – წერს გვარამია.