ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარებს ივლისის დასაწყისში გაიყვანს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ომაბამ გუშინ ამერიკელების შეკითხვების პასუხისას განცხადა.
მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემისას, რომლის ხანგრძლივობამ დაახლოებით ერთი საათი შეადგინა, ობამამ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარებს ივლისში გაიყვანს და ხელისუფლება ადმინისტრაციულ ხარჯებსაც შეამცირებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა შემცირდეს უმუშევრობა, რომელმაც გასული წლის ბოლოს თითქმის 10% მიაღწია.
ამასთან, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის, რამდენიმე ფედერალურ პროგრამაზე უარი თქვას, რაც ბიუჯეტში 400 მილიარდ დოლარს დაზოგავს უახლოეს წლებში.
მასალის გამოყენების პირობები