„ვაინ კახეთის“ ნამდვილ ქართულ ღვინოს უკვე ამერიკაში აგემოვნებენ და პირველ შეფასებებსაც ვიღებთ.
ჩვენი პირველი ბოთლი, მაღალი რანგის საქველმოქმედო ღონისძიების სტუმრებისთვის, კალიფორნიაში გაიხსნა. Michael Kors-თან, Lara Trump-თან, Anne Fontaine-სა და სხვა მსოფლიო დონის წარმდგენებთან ერთად, ღონისძიების ერთერთი სპონსორი „ვაინ კახეთი“ იყო. სტუმრებმა 2023 წლის მოსავალის საფერავი და რქაწითელი დააგემოვნეს და მაღალი შეფასება მისცეს. ამ შეფასებით, „ვაინ კახეთის“ ბოთლში ზუსტად ის ღვინოა, რომელსაც, სხვა ღვინოებისგან აუცილებლად გამოარჩევ.
Wine, Women and Shoes - საქველმოქმედო ღონისძიება, ლარა ტრამპთან პარტნიორობით, ყოველწლიურად ტარდება. წვეულება მიზნად, ამჯერად, დაუცველი ბავშვების მხარდაჭერას ისახავდა.
ამერიკაში, „ვაინ კახეთის“ ღვინის დაგემოვნება მალე ყველა მსურველს შეეძლება. ლიცენზირებულ პირებს კი - მათ შორის, რესტორნებს, ბარებს, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებს, ასევე, ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორებს, უკვე ნებისმიერ შტატში შეუძლიათ ჩვენთან თანამშრომლობა. „ვაინ კახეთის“ წარმომადგენლობა, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში გაიხსნა.
ღვინის შესაკვეთად ან, დეგუსტაციისთვის, ნიმუშების მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: +19173481027
ან მოგვწერეთ:
- ელექტრონული ფოსტით - us@wk.ge
- სოციალურ ქსელში - FB: ვაინ კახეთი • Wine Kakheti; IG: winekakheti
ჩვენი ისტორია
ქართულ ღვინოს, დამზადების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია ნიშურ პროდუქტად აქცევს, ალკოჰოლური სასმელებით უკვე გაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე. „ვაინ კახეთის“ ღვინო კი გამორჩეულია იმ მეცნიერული გამოცდილებით, რაც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან გროვდეობდა.
კომპანია ვაინ კახეთი შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ინსტიტუტის მიერ შექმნილი გამოცდილება და გაგრძელდეს საუკუნის წინ დაწყებული უნიკალური ისტორია. ამ გამოცდილებით, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვაზის ნერგებიდან დავიწყეთ;
ეს სწორედ ის ინსტიტუტია, რომელმაც ქართული ვაზის აბორიგენული ჯიშები გადაშენებას გადაარჩინა და დღემდე მოიტანა.
თელავში, იქ, სადაც „ვაინ კახეთის“ გუნდი შეიკრიბა, საუკუნის წინ, პირველი ექსპერიმენტული სადგური დაარსდა. მეცნიერებმა დაიწყეს უძველესი, აბორიგენული ჯიშების ძიება, მოპოვება და შენარჩუნება; მათ, თელავის საკოლექციო ნაკვეთზე, ვაზის 400-მდე ჯიშს მოუყარეს თავი. ამას მოჰყვა ის, რომ 1962 წელს, სწორედ, ინსტიტუტში, მსოფლიო კონგრესი ჩატარდა. სწორედ ამის შემდეგ მოექცა ქართული ღვინო მსოფლიო დონის მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესის ქვეშ.
დღეს კი, საუკუნის გამოცდილებით გაშენებული ვენახებიდან ვიღებთ უმაღლესი ხარისხის მოსავალს და ვამზადებთ ნამდვილ ქართულ ღვინოს.