თეთრმა სახლმა აშშ-ის სენატს აზერბაიჯანსა და თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების მეთიუ ბრაიზას და ფრენსისია რიკარდონეს კანდიდიატურები განსახილველად დაუბრუნა.
ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, 2010 წლის დეკემბერში სენატის არდადეგების დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და აზერბაიჯანში და თურქეთში ელჩები დაამტკიცა.
აშშ-ის კნონმდებლობით, კი პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პირებს მუშაობა ელჩის თანამდებობაზე შუძლიათ მანამდე, ვიდრე ახალი მოწვევის სენატი არ შეიკრიბება. მოცემულ ვითარებაში კი, 112-ე მოწვევის სენატის შეკრბამდე ბრაიზა და რიკარდონე ელჩების თანამდებობაზე დარჩებიან, შემდეგ კი მათ კანდიდატურას სენატი თავიდან განიხილავს და დაამტკიცებს.
როგორც ცნობილია, ვაშინგტონში მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის უკვე გაიმართა საზეიმო ცერემონიალი, რომელიც ბაქოში საკუთარი მოვალების შესრულებას თებერვლიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა 3 აგვისტოს მოხდა. მაშინ ბრაიზა სენატის წინაშე წარდგა, მაგრამ არ დაამტკიცეს. ბრაიზას კანდიდატურა მაშინ სენატორმა ბარბარა ბოკსერმა დაბლოკა.
აშშ-ის ზერბაიჯანში ელჩი 2009 წლის ივლისიდან არ ჰყავს.
2010 წლის პირველი ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ადამ სტერლინგი ასრულებს.