თურქეთში მასობრივი არეულობებია. სტამბულსა და ანკარაში სტუდენტთა მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა სტამბულში.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის იმ ნაწილში შეღწევა სცადეს, სადაც პრემიერი ერდოღანი სტუდენტთა ჯგუფს ხვდებოდა.
დემონსტრანტთა შეჩერება პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ხელკეტების გამოყენებით შეძლო.
სამართლდამცავებმა 30 მდე მანიფესტანტი დააკავეს. ანკარაში არეულობების გამო 10 მდე დემონსტრანტი დაშავდა.
სტუდენტები მიტინგებით თურქეთში სწავლის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.