ინდონეზიაში, კუნძულ იავასთან ბორანს "Laut Teduh II " ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა.
კომპანია "PT ASDP-ის მენეჯერის განცხადებით, ბორიანი იავის პორტ მერაკიდან ბაკოხენას მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად პორტიდან დაახლებით 4 კილომეტრში ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ბორტზე 240 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად 17 მგზავრი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.