რუსეთის "ეფ-ეს-ბე" შეცდა _ "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტი სტავროპოლის მკვიდრს ვიტალი რაზდობუდკოს არ მოუწყვია.
"დე-ენ-ემის" ანალიზით დადგინდა, რომ რაზდობუდკოს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს.
სამართალდამცავებს ეჭვი ფოტორობოტის შესწავლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა ტერმინალში ნაპოვნი თავისა და ეჭვმიტანილის ნათესავების სისხლის ანალიზი ერთმანეთს არ დაემთხვა.
ამჯერად გამოძიება ახალ ვერსიებზე მუშაობს.