უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვისგან ჯერ პასუხი არ მიუღია თურქეთში პირისპირი მოლაპარაკებებასთან დაკავშირებით, თუმცა ის მზადაა თურქეთში ჩასვლისთვის.
„უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერს დიპლომატიას. მე მზად ვარ თურქეთში ჩასვლისთვის.
სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ მიიღო მკაფიო პასუხი რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებასთან დაკავშირებით.
რუსული დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმდა პირდაპირი შეხვედრის შეთავაზების შესახებ.
ძალიან უცნაური დუმილია. რუსეთს ასე თუ ისე, მოუწევს ომის დასრულება და უკეთესი იქნება, თუ რაც უფრო ადრე მით უკეთესი. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ასეთ შეხვედრას. უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სტამბოლში ჩასვლა შეძლოს.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ტრამპი სრულად უჭერს მხარს შეხვედრას და გვსურს, რომ მან გამონახოს შესაძლებლობა, ჩავიდეს თურქეთში“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.