თურქეთის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამართლებულია დემონსტრანტების მოთხოვნა, პოლიციებისთვის კვერცხების სროლა კანონის დარღვევად არ ჩაითვალოს.
თურქული მედიის ინფორმაციით, სასამართლო 2010 წლის აპრილში აქციის დროს დაკავებული სამი მონაწილის საქმეს განიხილავდა, რომლებმაც დემონსტრაციაზე პოლიციას კვერცხები ესროლეს.
"მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა აქციის მონაწილეების მიერ სამართალდამცველბისთვის კვერცხების სროლის ფაქტი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოპასუხის ქმედებები სრულად შეესაბამებოდა მათ დემორატიულ უფლებებს", - ნათქვამია ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო დროს თურქეთში პოლიციელებისთვის კვერცხების სროლა "მოდური" გახდა.