ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქის შექმნას გეგმავს. ქალაქის მოსახლეობა 42 მილიონი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას " თჰე Dაილყ თელეგრაპჰ" ავრცელებს, რომლის ცნობითაც ქალაქი 41,5 ათასი კვ.კილომეტრი იქნება, რაც ლონდონზე 26-ჯერ და უელსზე 52-ჯერ დიდი იქნება.
გამოცემის თანახმად, ადგილობრივი მშენებლები გეგმავენ ჩინეთის სამხრეთით მდინარე ჩჟუზიანის დელტაზე მდებარე 9 ქალაქის გაერთიანებას.
ამასთან, დაგეგმილია მეგაპოლისში მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში 150 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ტრანსპოეტის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების და ტელეკომუნიკაციების სფეროებში, რომელთა საერთო ღირებულებაც 190 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იქნება.
ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მეგაპოლისში ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი გაკეთდება, რომელიც ქალაქს ჰონკონგთან დააკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები