უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერები გახსნას, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში.
ამის შესახებ მან პრაღაში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და დასძინა, რომ უკრაინამ ფაქტობრივად გადალახა მოლაპარაკებების პირველი ეტაპი.
„ჩვენ მზად ვართ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებში პირველი კლასტერები გავხსნათ. პოლიტიკური გადაწყვეტილება საჭიროა თავად ევროპაში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თავად ევროპამ უნდა მიიღოს და არა ვინმემ, ვინც მთელი ევროპის მანიპულირებას ცდილობს“, - დასძინა ზელენსკიმ. მან იგულისხმა უნგრეთის პოზიცია ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს პირველი კლასტერის გახსნის დაბლოკვასთან დაკავშირებით.