შვეიცარიაში, დავოსის ერთ-ერთ სასტუმროში მცირე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. სასტუმრო მდებარეობს იმ ადგილთან ახლოს, სადაც მსოფლიო ლიდერები შეკრებილნი არიან "მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის" ფარგლებში მოლაპარაკებებისთვის.
აფეთქება განხორციელდა სასტუმროში "პოსტჰოტელ მორონა" ადგილობრივი დროით 09:00 საათზე. ამ წუთებში ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
აფეთქებას ამ დროისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მისცემია.
მასალის გამოყენების პირობები