ოს სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან ფლიევი აცხადებს, რომ საქართველო ამ ბოლო დროს აგრესიულ რიტორიკას კვლავ დაუბრუნდა.
"ამ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აკეთებს აგრესიულ განცხადებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება, იმის ფონზე, რომ აშშ-ს სენატორებმა საქართველოს შეიარაღება აღუთქვეს, სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს", _ აცხადებს ფლიევი და დასძენს, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ე.წ. სამშვიდობო წინადადებების აღარ სჯერა.
მასალის გამოყენების პირობები