რუსეთში შექმნილი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ბირთვული საბრძოლო აღჭურვილობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა არსებულ და პერსპექტიულ სისტემას დაძლევს. ეს განცხადება მოსოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის გენერალურმა კონსტრუქტორმა იური სოლომონოვი გააკეთა.
"2010 წლის განმავლობაში ჩვენ გავატარეთ უნიკალური სამუშაო, რომელმაც საშუალება მოგვცა სამხედრო აღჭურვის ახალი ტიპი შეგვექმნა, რომელიც არის ბალისტიკური ტიპის საბრძოლო აღჭურვილობის ინტეგრირებისა ინდივიდუალურ საშუალებებთან", _ აცხადებს სოლომონოვი.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ შექმნილი ეს ნოვაცია - "წერტილს დაუსვამს საუბრებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არარსებულ სისტემასთან ჩვენს ბრძოლას სავარაუდო მოწინააღმდეგესთან.
"დაახლოებით 30 წლის წინ ჩვენ ვსაუბრობდით საბრძოლო აღჭურვის ამგვარი სქემის რეალიზაციაზე, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკაზე. და აი გასულ წელს ჩვენ ეს ფანტასტიკა დადებითი შედეგებით ცხოვრებაში განვახორციელებთ კიდეც", _ აცხადებს გენერალური კონსტრუქტორი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად უკვე ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იდეა ადაპტირებული იყოს უკვე არსებულ რაკეტებთან და სარაკეტო კომპლექსებთან მიმართებაში. "ეს რთული სამუშაოა და მას რამდენიმე წელი დასჭირდება".
ასე, რომ - წერს რუსული მედია - რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ბირთვული საბრძოლო ახალი აღჭურვილობა შეძლებს წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას.