იემენის დედაქალაქ სანაში ანტისახელისუფლებო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტ აბდულა სალას პრეზიდენტობიდან გადადგომას მოითხოვენ. 30 წელზე მეტია რაც სალა ქვეყნის პრეზიდენტია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქციები დედაქალაქის ოთხ ადგილას მიმდინარეობს, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
აქციის მონაწილეები ანტი-სახელისუფლებო ლოზუნგებს სკანდირებენ და მოითხოვენ რომ სალამ მიბაძოს ტუნისის ექს-პრეზიდენტს, რომელმაც თანამდებობა მასშტაბური აქციების შემდეგ დატოვა. ის ქვეყნიდან გაიქცა.
აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და კორუფციის გამო.
შეგახსენებეთ, რომ ანალოგიური აქციები ეგვიპტეში და ალჟირშიც მიმდინარეობს. ეგვიპტეში დღეს 700 ადამიანი დაიჭირეს. აქციები იყო ტუნისშიც. რის შემდეგადაც 80-მდე ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები