თურქეთი სომხეთში მდებარე ატომური ელექტროსადგურის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
როგორც თურქეთში არსებული მედია საშუალებები წერენ, სომხეთის საზღვართან მდებარე თურქეთის პროვინციები და ამ პროვინციების მოსახლეობა შეშინებულია, რომ მეცამორის ელექტროსადგურში შესაძლო რადიაციის დონის გაზრდისთვისა და აფეთქებისთვის. ამ რეგიონებში პეტიციაც კი დამზადა მოთხოვნით, რომ შეწყდეს ატომური ელექტრო სადგურის მუშაობა. მოსახლეობა საზღვართან არსებულ პროვინციებში გახშირებულ კიბოს შემთხვევევს აღნიშნულ ელექტროსადგურს უკავშირებს.
სომხეთის მთავრობა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.
"მეცამორის" ელექტროსადგური 1980 წელს ამოქმედდა. 1989 წელს სპეტაკის მიწისძვრის გამო მისი მუშაობა შეჩერდა, ხოლო 1995 წელს კვლავ აღსდგა.